Monday, December 10, 2012

სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელწოდება: ,,იცხოვრე სხვების თანადგომის სურვილით''.

2. პროექტის მთავარი იდეა:   სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის  საზოგადოების აქტიური ყურადღება და თანადგომა, ელემენტარული  ყოფითი ცხოვრების გააუმჯობესება

3. პროექტის აქტუალობა: პროექტის შედეგად მიღებულ ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და მთავარ მიზნად დაისახავენ  სოციალურად დაუცველი თანატოლების დახმარების იდეას

4. პროექტის მიზანი: ვაგრძნობინოთ მათ სითბო, სიყვარული, თანადგომა და გავხადოთ ისინი საზოგადოების ნამდვილი და სრულფასოვანი წევრები.

5. მონაწილეთა ასაკი:14-16 წელი

6. ვადები: 6 თვე

7. მოსალოდნელი შედეგები: 

1.შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სკოლის დირექციასთან შეთანხმებით მოიძიებს სოციალურად დაუცველი ბავშვების შესახებ ინფორმაციას

2. ჩამოყალიბდება სოციალურად დაუცველი მოსწავლეების ინტერესთა დამცველი კლუბი, რომელშიც გაერთიანდებიან როგორც პროექტის განმახორციებელი ჯგუფის წევრი მოსწავლეები, ისე თემის აქტიური წევრები და მშობლები.

3. მოეწყობა საქველმოქმედო აქცია და შემოსული თანხა მოხმარდება წინასწარ შერჩეული მოსწავლეების კეთილდღეობას.

4. მოეწყობა ექსკურსია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და განმახორციელებელი ჯგუფის წევრი მოსწავლეების მონაწილეობით.

5. ერთობლივად მომზადდება კედლის გაზეთი რომელშიც აისახება პროექტის მიღწევები და შთაბეჭდილებები

 8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: გაზეთი, მარკერები, ციფრული ფოტო აპარატი, პრიზები, საკანცელარიო მასალა, სპორტული შეჯიბრებისათვის ინვენტარი.

9. პროექტის მსვლელობა ძირითადი აქტიობები: 
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება სოციალურად დაუცველი ბავშვების ინტერესების დამცველი ჯგუფი, რომელი მომავალშიც იზრუნებს ამ ბავშვების კეთილდღეობაზე სხვადასხვა აქციებისა თუ ღონისძიებების მოწყობის გზით. 
პროექტის დასრულების შემდეგ სკოლას, თემის გარკვეულ ნაწილს ჩამოუყალიბდება სოციალურად დაუცველი ოჯახების ინტერესების დასაცავად მუდმივი სწრაფვის სურვილი.

10. საგნებთან/ ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება. სპორტი

11. პროექტის ხელმძღვანელი: მანანა გობრონიძე

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა  gobronidzem@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი: gobronidzem.blogspot.com